NBC-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი “რესპუბლიკელ" მეტოქეს, დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს.
მედიის ცნობით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტები უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ ჰარისის მიმართ მას შემდეგ, რაც ის “დემოკრატიული პარტიიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა.
კვლევის თანახმად, 1 000 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 48%-მა ჰარისი დადებითად შეაფასა, ივლისში ეს მაჩვენებელი 32% იყო.
ტრამპის შემთხვევაში, გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ მის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ივლისში ეს მაჩვენებელი 38% იყო.
გამოკითხვა 13-17 სექტემბერს ჩატარდა და მისი ცდომილება 3%-ს შეადგენს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press