ვანადგურებთ ასობით რაკეტასა და იარაღს, რომელიც ისრაელისა და ისრაელელი მოქალაქეებისკენ არის მომართული, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, "ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ ჩრდილოეთით ძალთა ბალანსის შესაცვლელად მოქმედებენ".
"მინდა, განვმარტო მათ გასაგონად, ვინც ჯერ ვერ მიხვდა - ჩვენ არ ველოდებით საფრთხეს, ჩვენ მას წინასწარ აღვკვეთთ, ნებისმიერ დროს და ადგილას. ვინც შეეცდება ზიანი მოგვაყენოს, უფრო მეტად დაზიანდება. პირობა დავდე, რომ შევცვლიდით უსაფრთხოების ბალანსს, ძალთა ბალანსს ჩრდილოეთით. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. ვანადგურებთ ასობით რაკეტას და იარაღს, რომლებიც ისრაელის და ისრაელელი მოქალაქეებისკენაა მომართული", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press