Foto

სიკორსკი - ზელენსკის უნდა მივცეთ საშუალება, რომ შეცვალოს პუტინის გათვლები, ამისთვის ფინანსებია საჭირო

ზელენსკის უნდა მივცეთ საშუალება, რომ შეცვალოს პუტინის გათვლები, ამისთვის საჭიროა ფინანსები, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

როგორც სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინას აქვს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრია, რომელიც არასაკმარისია.

“პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მივცეთ საშუალება, რომ შეცვალოს პუტინის გათვლები, და ამის საშუალება არის ფინანსები. უკრაინას აქვს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრია, რომელიც არასაკმარისია და რამდენიმე მილიარდი დოლარი იქნება ხანგრძლივი გზა, რათა პუტინმა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს”, - განაცხადა სიკორსკიმ.