Foto

ზურაბიშვილი - „ოცნებისა“ და ივანიშვილის პოლიტიკა პრორუსული აღარ არის - ეს უკვე რუსულობაა

"ოცნებისა" და ივანიშვილის პოლიტიკა დღითიდღე ცხადად ხდება პრორუსული, პრო აღარ არის, ეს უკვე რუსულობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მმართველ პარტიას წინასაარჩევნო კამპანიისას არაფერი გაუკეთებია, "აქა-იქ ფულის დარიგების გარდა".

"ოცნებისა" და ივანიშვილის პოლიტიკა დღითიდღე, უფრო და უფრო ცხადად ხდება პრორუსული. პრო აღარ არის, ეს უკვე არის რუსულობა, ყველაფრის დათმობა, რაც მთავარი არის ამ ქვეყანაში. მათი კამპანია არ არსებობს. ამ წლის დასაწყისიდან არაფერი გაკეთებულა, აქა-იქ ფულის დარიგების გარდა. არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც წინასაარჩევნო კამპანია ჰქვია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.