Foto

ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს - ჰაგარი

ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს,-  ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.

ჰაგარის თქმით, “ჯარი ამ დროისათვის სრულ მზადყოფნაშია“.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) მზად სახმელეთო შეჭრისთვის და რამდენად სწრაფად შეიძლებოდა გადაადგილება ბრძანების მიღების შემთხვევაში, დანიელ ჰაგარიმ თქვა:

 “ჯარი სრულ მზადყოფნაშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე სახლში უსაფრთხოდ დავაბრუნოთ“,- განაცხადა ჰაგარმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.