ესკალაცია ისრაელსა და ლიბანის "ჰეზბოლას" შორის თითქმის ფართომასშტაბიანი ომია,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს.
როგორც ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "სიტუაცია უკიდურესად საშიში და შემაშფოთებელია".
"ეს სიტუაცია უკიდურესად საშიში და შემაშფოთებელია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ თითქმის ფართომასშტაბიან ომში ვართ... თუ ეს არ არის საომარი ვითარება, მე არ ვიცი, რას დაარქმევთ მას",- ამბობს ბორელი.
მისივე თქმით, ფართომასშტაბიანი ომის თავიდან ასაცილებლად ყველანაირი დიპლომატიური ძალისხმევის გამოყენებაა საჭირო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press