ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ნიუ-იორკში ირანის პრეზიდენტს, მასუდ პეზეშკიანს შეხვდა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
როგორც მიშელი X-ზე წერს, შეხვედრისას საუბარი შუამავლების მიერ რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობას, ევროკავშირის მიერ დაკავებულ მოქალაქეებს, ბირთვულ პროგრამასა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას შეეხო.
როგორც “ვოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტი X-ზე წერს, ანონიმურმა წყარომ უთხრა, რომ მიშელმა პეზეშკიანს განუცხადა, რომ ევროკავშირსა და ირანს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
რაც შეეხება პეზეშკიანს, შეხვედრისას ის ირანის მხრიდან რუსეთისთვის რაკეტების გადაცემასა და ბირთვული იარაღის შექმნას უარყოფდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press