ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ლიბანს თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში,- ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ლიბანელ კოლეგასთან, აბდულა ჰაბიბთან ნიუ-იორკში შეხვედრისას განაცხადა.
ვანგ ის თქმით, ჩინეთი "საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების დარღვევას მკაცრად გმობს".
"როგორც არ უნდა შეიცვალოს სიტუაცია, ჩვენ ყოველთვის სამართლიანობისა და ჩვენი არაბი ძმების, მათ შორის ლიბანის მხარეს ვიქნებით. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ რეგიონული სიტუაციის განვითარებას, განსაკუთრებით ბოლო დროს ლიბანში საკომუნიკაციო აღჭურვილობის აფეთქებას და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს.
დღეს ისრაელმა მორიგი მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა ლიბანზე, რამაც გამოიწვია დიდი მსხვერპლი. ჩვენ მკაცრად ვგმობთ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების დარღვევას",- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, "ძალადობასთან ძალადობით ბრძოლა არ გადაჭრის პრობლემებს ახლო აღმოსავლეთში და მხოლოდ უფრო დიდ ჰუმანიტარულ კატასტროფებს გამოიწვევს".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press