ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ“ ისრაელის ქალაქების მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალაქებს შორის, რომლებზეც “ჰეზბოლამ“ იერიში მიიტანა, კირიათ-შმონა, ჰაიფა, აფულა და ნაზარეთია.
მედიის ინფორმაციით, “ჰეზბოლას“ წევრებმა ქალაქ კირიათ-შმონას 50-მდე რაკეტა ესროლეს, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ნაწილი კი ქალაქში ჩამოვარდა. ქალაქში სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ გაუწვევია, თუმცა იერიშმა მატერიალური ზარალი გამოიწვია.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ ჰაიფას აღმოსავლეთით “ჰეზბოლამ“ 10 რაკეტა გაისროლა. ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. საერთო ჯამში კი, “ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთ რაიონების მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press