Foto

ზახაროვა - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთი სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში არ ჩავარდეს

რუსეთი გმობს ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო თავდასხმებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთი არ ჩავარდეს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში.

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთი არ ჩავარდეს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის დამანგრეველი შედეგები აუცილებლად იმოქმედებს ყველაზე - როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საერთაშორისო და რეგიონულ პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი კატასტროფული სცენარი. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ რეგიონში არცერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სხვების ხარჯზე", - განაცხადა ზახაროვამ.