Foto

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა თელ-ავივთან ახლოს ჩამოვაგდეთ - ისრაელის თავდაცა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა თელ-ავივთან ახლოს ჩამოაგდეს.

CNN-ის ცნობით, მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

“თელ-ავივისა და ნეთანიას რაიონებში განგაშის სიგნალების შემდეგ, ერთი რაკეტა, რომელმაც ისრაელის საჰაერო სივრცე ლიბანიდან გადმოკვეთა, თავდაცვის სისტემის მიერ განეიტრალდა“,- განაცხადეს ისრაელელმა სამხედროებმა.