ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და “რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ზე წერს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია მას სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
“ირანის მხრიდან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აშშ-ის სამხედროები ყურადღებით აკვირდებიან და ელოდებიან. ირანმა უკვე განხორციელდა ნაბიჯები, რომლებიც არ გამოვიდა, მაგრამ ისინი კვლავ ეცდებიან. ეს სიტუაცია არავისთვის არ არის კარგი. მე გარშემორტყმული ვარ უფრო მეტი დაცვით და იარაღით, ვიდრე როდისმე მინახავს. მადლობა კონგრესს, რომ ერთხმად დაამტკიცა გაცილებით მეტი თანხა საიდუმლო სამსახურისთვის. სასიამოვნოა "რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" შეთანხმება რაღაც საკითხზე“,- წერს ტრამპი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press