Foto

ბლინკენი - ვლადიმერ პუტინი ცდილობდა უკრაინა მსოფლიო რუკიდან წაეშალა - მას ეს არ გამოუვიდა და არც გამოუვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა უკრაინა მსოფლიო რუკიდან წაეშალა, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა და არც გამოუვა, - ამის შეასხებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უბრალოდ, თავს დაესხას მეორეს, ძალით შეცვალოს მისი საზღვრები და კარნახობდეს სხვა ქვეყანას მის მომავალს.

"ახლა ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას შეუძლია, იყოს ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც ფეხზე დგას სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და არა მხოლოდ ჩვენ - 50-ზე მეტი ქვეყანა", - განაცხადა ბლინკენმა.