Foto

თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში დასახელების გამო, ხვალიდან კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

"ქართული ოცნების" საარჩევნო საარჩევნო სიაში დასახელების გამო, თეა წულუკიანი ხვალიდან კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ თეა წულიკიანმა რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას თავად განაცხადა.

თეა წულუკიანი დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დაემშვიდობა.

"არ მახსენდება, თუ მახსენდება, ერთი ან ორი შემთხვევა, როდესაც საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი, არაადეკვატური და უადგილო, მაგრამ დღეს, ამ სცენაზე ვარ, რადგან უნდა დაგემშვიდობოთ.

ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს. თავიდან, სიურპრიზად, ელდა მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო პარლამენტში და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა „მოხულიგნოს“, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს, ეს ხანდახან პრობლემაა, ვნახავთ", - განაცხადა წულუკიანმა.