წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიაში ჩასვლის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ “ვიზიტი აშკარად იყო პარტიული საკამპანიო ღონისძიება, რომელიც “დემოკრატების“ დასახმარებლად იყო გამიზნული. ცხადია, რომ ეს არის არჩევნებში ჩარევა“.
მედიის ცნობით, აღნიშნული მოწოდება ჯონსონმა “რესპუბლიკელების“ მხრიდან ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის ფონზე გააკეთა - ისინი უკრაინის ლიდერს პენსილვანიის შტატში ჩასვლის გამო აკრიტიკებენ.
მედიის ინფორმაციით, ჯონსონი მოუწოდებს ზელენსკის აშშ-ში უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვა გაათავისუფლოს.
“ზელენსკის პენსილვანიაში ვიზიტი პოლიტიკური ნაბიჯია. არცერთი “რესპუბლიკელი“ არ იყო მიწვეული იმ ტურში, რომელიც აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას მიერ იყო ორგანიზებული, რამაც გამოიწვია “რესპუბლიკელების“ მხრიდან ნდობის დაკარგვა ელჩ მარკაროვას მიმართ. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თავისი პოსტიდან“,- განაცხადა მაიკ ჯონსონმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში, პენსილვანიაში გუშინ, 25 სექტემბერს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკიმ იარაღის საწარმო “დემოკრატ“ გუბერნატორთან, ჯოშ შაპიროსთან ერთად მოინახულა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press