ევროკავშირი, აშშ და მისი მოკავშირე 10 ქვეყანა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე 21-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში მოითხოვს, რათა რეგიონული ომის გაჩაღება თავიდან აიცილონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ქვეყნები მიიჩნევენ, საზღვარზე ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა დიპლომატიისთვის სივრცეს შექმნის.
“ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა საზღვარზე შექმნის სივრცეს დიპლომატიისთვის. ვითარება ლიბანსა და ისრაელს შორის 2023 წლის 8 ოქტომბრიდან აუტანელია და წარმოადგენს მიუღებელ რისკს უფრო ფართო რეგიონული ესკალაციისთვის. ეს არავის ინტერესებში არ შედის, არც ისრაელის და არც ლიბანელი ხალხის“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, კანადა, ევროკავშირი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი ავრცელებენ.
ქვეყნების გარდა, ერთობლივი განცხადება აშშ-ისა და საფრანგეთის ლიდერებმაც გაავრცელეს.
“დროა, რომ დიპლომატიას წარმატების შანსი მიეცეს და თავიდან შემდგომი ესკალაცია აიცილოს. დროა, ისრაელ-ლიბანის საზღვარზე უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ“,- ნათქვამია ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press