ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს.
როგორც ზურაბიშვილი ემიგრანტებისადმი ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, ეს არჩევნები გადამწყვეტია და მასში დიასპორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
“მოგმართავთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო. მინდა გითხრათ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი. თქვენს ხელში, ჩემს ხელში, ჩვენს ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, სადაც თქვენ და თქვენი შვილები ალბათ, არ ჩამოხვალთ, არ დაბრუნდებით და არც სურვილი გექნებათ დაბრუნების. ეს არჩევნები გადამწყვეტია და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ვიცი, რამდენად გართულდა მონაწილეობის მიღება, სამწუხაროდ, უბნები არ გაგვიხსნეს, მაგრამ ამის მიუხედავად ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ, აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა. როგორც გუშინ გამოხვედით და გულშემატკივრობდით ჩვენს ფეხბურთელებს, გადალახეთ საზღვრები, ჩახვედით იმისთვის, რომ ქართული დროშა გამოგეჩინათ, ასევე, ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც შორს იყოს, ერთმანეთს გამოუჩენთ სოლიდარობას და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც დგას საქართველოს მომავალი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press