Foto

პისტორიუსი - გერმანია მზადაა, ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავების მთავარი საყრდენი გახდეს

გერმანია მზადაა, გახდეს რუსეთის აგრესიის შეკავების მთავარი საყრდენი ევროპაში და 2027 წლამდე ლიეტუვაში სრულფასოვანი ბრიგადის განლაგებას გეგმავს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პისტორიუსის თქმით, გერმანელი ჯარისკაცების ლიეტუვაში დისლოცირების პროცესი წელს დაიწყება.

"რუსეთი ცდილობს ჩვენი ერთიანობის, ევროკავშირისა და ნატოს შერყევას ჰიბრიდული მეთოდებით. პუტინის ნამდვილი მტერი ჩვენი თავისუფალი და დამოუკიდებელი, დემოკრატიული ცხოვრების წესია", - განაცხადა პისტორიუსმა.