საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხდნენ, აღმასრულებელ ორგანოებში, სხვადასხვა პოზიციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კონსულტაციები მათ შორის არჩილ თალაკვაძესთან, ხატია წილოსანთან და ბექა ოდიშარიასთან მიმდინარეობს.
"გარდა იმისა, რომ არჩილ თალაკვაძე ჩვენი ერთგული თანამებრძოლია, ის პროფესიონალი კადრია და ეს ყველამ იცით. მასთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები და სანამ შეთანხმება არ მოხდება, ამის თქმის უფლება არ მაქვს. ასევე, არიან სხვა ადამიანები, მაგალითად ბექა ოდიშარიასთან მიმდინარეობს კონკრეტულ მიმართულებაზე კონსულტაციები. მაგალითად, ხატია წილოსანი, რომლის მიმართაც პრემიერის მხრიდან იყო შეთავაზება დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე.
ელგუჯა გოცირიძემ თავად თქვა, რომ მას ურჩევნია დაბრუნდეს ბიზნესში და სრულფასოვნად ჩაერთოს. დანარჩენებთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზული კონსულტაციები კონკრეტული მიმართულებებით აღმასრულებელ სფეროში. შესაბამისად, ისინი ჩაამთავრებენ ამ მოწვევის პარლამენტში მუშაობას, რის შემდეგაც აღმასრულებელ ორგანოებში გადაინაცვლებენ სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე", - განაცხადა მდინარაძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press