არჩევნების შედეგად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცესკოში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" არ გამორიცხავს, რომ შედეგი 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს.
"არჩევნების შედეგად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს და არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს. ვიღაცას შეიძლება ზედმეტად მოეჩვენოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პარტია ოპოზიციიდან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ ვერ გადალახავს ბარიერს და ჩვენ მივიღებთ დაახლოებით იმ რეიტინგს, რაც დღეს გვაქვს, საკმაოდ რეალისტურია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს. ამიტომ ვრცელი, გრძელი სია მოვიტანეთ და გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press