საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ამნისტიის შესახებ კანონს" ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ, სახელისუფლო პარტიის ინიციატივით "ამნისტიის კანონის" მიღება, ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა.
"საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ, სახელისუფლო პარტიის ინიციატივით "ამნისტიის კანონის" მიღება, არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.
ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე.
პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა "ამნისტიის შესახებ კანონს",- აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press