Foto

ნეთანიაჰუ - ირანში არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის „გრძელი ხელი“ ვერ მისწვდება

ირანში არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის „გრძელი ხელი“ ვერ მისწვდება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელის მტერს სურს ქვეყნის განადგურება და საერთო ცივილიზაციის დანგრევა.

"იმის ნაცვლად, რომ იყვნენ კრავები, რომლებიც სასაკლაოზე მიჰყავთ, საპასუხოდ, ისრაელელი სამხედროები იბრძვიან წარმოუდგენელი სიმამაცით და გმირული თავგანწირვით. მე მაქვს კიდევ ერთი გზავნილი ამ ასამბლეისა და მთელი მსოფლიოსადმი - ჩვენ ვიმარჯვებთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.