BBC-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც მათ მოქალაქეებს ემუქრება.
როგორც BBC წერს, აღნიშნული ვიდეომიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია.
"ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ მათ, ვინც ისრაელის მოქალაქეებს ემუქრება, ჩრდილოეთით, სამხრეთით, ასევე შორეულ ადგილებში",- აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, დღეს, 28 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე განხორციელებული იერიშის შედეგად, "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press