Foto

ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, დაღუპულია 53 და დაშავებულია 100 ადამიანი - ლიბანის ჯანდაცვა

ლიბანის ორ სხვადასხვა რაიონში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ლიბანის სამხრეთ სოფელ აინ-ალ-დელბში, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. აღმოსავლეთ ლიბანის ბექაას ველზე მდებარე ბაალბეკ-ჰერმელის რეგიონში კი, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა იემენში ელექტროსადგურებსაც დაარტყეს, რომელსაც “ჰუსიტები“ იყენებდნენ, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, 4 ადამიანი და დაიჭრა 10-მდე პირი.