ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომი თავიდან უნდა იქნას აცილებული, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დელავერის შტატში, საჰაერო ძალების ბაზაზე სტუმრობის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარს გეგმავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის.
"როდესაც დაველაპარაკები, შემდეგ გეტყვით, რა ვუთხარი მას", - უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი რეგიონული კონფლიქტის არიდება, ბაიდენმა უპასუხა, რომ "ნამდვილად უნდა იქნას აცილებული მსგავსი კონფლიქტი".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press