ირანი გათავისუფლდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ხალხი ფიქრობს, ირანის ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ისრაელი თქვენთანაა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ებრაელი და სპარსელი ხალხი მშვიდობას საბოლოოდ იპოვის.
"ირანელების დიდმა უმრავლესობამ იცის, რომ მათ რეჟიმს არ აინტერესებს ისინი. რომ აინტერესებდეს და ზრუნავდეს თქვენზე, შეწყვეტდა მილიარდობით დოლარის ფლანგვას ახლო აღმოსავლეთის უშედეგო ომებზე. დაიწყებოდა თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება.
წარმოიდგინეთ, თუ მთელი ის დიდი ფული, რომელიც რეჟიმმა დახარჯა ბირთვულ იარაღსა და საგარეო ომებზე, ჩადებულიყო თქვენი შვილების განათლებაში, თქვენი ჯანდაცვის გაუმჯობესებაში, თქვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, წყალი, კანალიზაცია, ყველაფერი რაც გჭირდებათ. წარმოიდგინეთ ეს.
ირანი როდესაც საბოლოოდ გათავისუფლდება და ეს მომენტი დადგება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ხალხი ფიქრობს, ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ჩვენი ორი უძველესი ხალხი, ებრაელი ხალხი და სპარსელი ხალხი, საბოლოოდ იპოვის მშვიდობას", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press