ისრაელის მიერ დამასკოზე განხორციელებული იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა სირიელი ტელეწამყვანი საფაა აჰმედი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, იერიშის შედეგად კიდევ 9 პირია დაშავებული.
როგორც სირიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისრაელის სამხედროებმა დამასკოზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და თვითმფრინავებით ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე “ოკუპირებული გოლანის მაღლობების მიმართულებიდან განახორციელეს“.
“ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს წინააღმდეგობა გაუწიეს და მათი უმეტესობა ჩამოაგდეს“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press