Foto

ზურაბიშვილი - ევროპის ბედი განსაზღვრული იქნება უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით

ევროპის ბედი განსაზღვრული იქნება უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს.

"დემოკრატიული და პროევროპული ძალები საქართველოში სულ იყვნენ. ისინი წარმოადგენდნენ ქვეყნის უმრავლესობას. მათ იციან სად არის ჩვენი მომავალი. მათ იციან, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ომისა და რუსეთის სხვა არაერთი მცდელობისა მიუხედავად შეეცვალა საქართველოს გეზი, წლების განმავლობაში მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს. 26 ოქტომბრის დაგეგმილი არჩევნები იქნება გადამწყვეტი. ძალიან ბევრი ძალა მუშაობს საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია.

ჩვენს ამ მომავალს იცავს უკრაინა, როდესაც ახლა უკრაინა იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ევროპის თავისუფლებისთვის და ასევე საქართველოს თავისუფლებისთვის. ევროპის ბედი იქნება განსაზღვრული უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვაში, საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით. ეს ასევე განსაზღვრავს შავის ზღვის უსაფრთხოებას და ამ ზღვის მომავალს, როგორც თანამშრომლობის, დაკავშირებადობისა და მშვიდობის ზღვისა.

ეს ასევე განსაზღვრვას ევროპისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლს კავკასიის რეგიონში, განსაზღვრავს სომხეთის მომავალს, რომელიც ასევე ადგას ევროკავშირთან დაახლოების გზას. ასე რომ, ყველაფერი, რაც დღეს ფსონზე დევს, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი კი მშვიდობაა. მშვიდობა რომელიც იქნება გამოხატული ხალხის თავისუფალი ნებით საქართველოში, მოლდოვაში",- განაცხადა ზურაბიშვილმა, რომლის ქართულ თარგმანსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.