საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჰომოფობიურ კანონპროექტთა პაკეტს, სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, კანონპროექტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს, რაც ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო.
პაკეტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერს, რისთვისაც მას 5-დღიანი ვადა აქვს.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა, ჰომოფობიური კანონპროექტი, სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", მესამე მოსმენით 17 სექტემბერს დაამტკიცა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press