რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაილ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა “არ შეიძლება, უცხოელი პირდაპირი და უხეში ფორმით ერეოდეს საქართველოში საარჩევნო პროცესებში, ვინაიდან, სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა“.
“ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემულობა, რადგან არ შეიძლება, უცხოელი პირდაპირი და უხეში ფორმით ერეოდეს საარჩევნო პროცესებში. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი. პირიქით - მიხაილ როთი მოგეხსენებათ, არის ძალიან დიდი საჩუქარი მმართველი გუნდისთვის მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაილ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია",- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გამოთვა მზაობა, არჩევნებში ქართველ ემიგრანტებს ხმის მიცემაში დაეხმაროს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press