ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
როგორც მილერმა აღნიშნა, “მათთვის პრიორიტეტული რეგიონში შემავალი და გამავალი რეისების გაზრდაა“.
“ჩვენთვის პრიორიტეტი იყო რეგიონში შემავალი და გამავალი რეისების გაზრდა, ამიტომ დამატებით ავიაკომპანიებს ამერიკელი მოქალაქეებისთვის ტრანსპორტირების გასაადვილებლად დავუკავშირდით. ვიმედოვნებთ, მოთხოვნის შესაბამისად მომდევნო დღეებში დამატებით რეისებს განვახორციელებთ“,- განაცხადა მილერმა.
მისივე თქმით, დაახლოებით 7 000 ადამიანი სახელმწიფო დეპარტამენტს დაუკავშირდა, რათა ჩარტერული რეისების შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ.
“ვვარაუდობ, ზოგიერთი მათგანი საბოლოოდ მოისურვებს ლიბანის დატოვებას, ზოგი კი დარჩენას გადაწყვეტს. მათი გეგმები დროთაგანმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს“,- აღნიშნა მილერმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press