Foto

ისრაელში, ბათ-იამიზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა - თავდაცვა

ისრაელში, ქალაქ ბათ-იამიზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის თავდასხმის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მათივე ინფორმაციით, დრონებით იერიში  მაშინ განხორციელდა, როდესაც ებრაელები როშ შაჰანას - ებრაულ ახალ წელს აღნიშნავდნენ.

როგორც ირკვევა, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ერთი დრონის შეჩერება შეძლეს, მე-2 კი, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა.