Foto

ნატოს ახალი გენერალური მდივანი პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა

ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე ალიანსის ხელმძღვანელის რანგში პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში რუტე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

როგორც რუტემ აღნიშნა, მისი ვიზიტი რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვას ემსახურება.

"ნატო იარაღის წარმოების გაზრდას პრიორიტეტად აქცევს", - განაცხადა რუტემ.