ევროკომისიის შეთავაზება, დაუწესოს ტარიფები ჩინეთის საავტომობილო მრეწველობას, დამაზიანებელი და საშიშია, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
როგორც სიიარტომ აღნიშნა, ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით უნგრეთი ევროკომისიის შეთავაზების წინააღმდეგ მისცემს ხმას.
"ყველა თვალსაზრისით, ევროკომისიის შეთავაზება, დაუწესოს ტარიფები ჩინეთის საავტომობილო მრეწველობას, არის დამაზიანებელი და ძალიან საშიში. ამ მიზეზით, უნგრეთი მტკიცე პოზიციას იკავებს და ხვალ აღნიშნული შეთავაზების წინააღმდეგ მისცემს ხმას", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press