Foto

კალაძე - ივანიშვილს უცხოური ბანკები პოლიტიკური მოტივით ექცევიან უსამართლოდ და მის კუთვნილ თანხებს არ უბრუნებენ

ბიძინა ივანიშვილს უცხოური ბანკები პოლიტიკური მოტივით ექცევიან უსამართლოდ და მის კუთვნილ თანხებს არ უბრუნებენ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის მიერ დასმულ კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ყველანაირი სასამართლო მოგებული აქვს.

"ნუ ავრცელებთ ამ სისულელეებს და ტყუილებს. ადამიანს ყველანაირი სასამართლო მოგებული აქვს და პოლიტიკური მოტივით ექცევიან უსამართლოდ და მის თანხებს არ უბრუნებენ. ამასთან დაკავშირებით თავად ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება. მცდელობა აქვთ, რომ ხალხი დაზაფრონ. მათ მინდა ვუთხრა, არანაირი პრობლემა არ არის, თუ დაგვასანქცირებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.