მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მდინარაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და აშშ-ის საელჩოს მოუწოდებს, "ნაცმოძრაობისგან" გვერდის მართვის ფუნქცია დაიბრუნოს.
"მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია "ნაცმოძრაობისგან", რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!" - წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, დღეს, 4 ოქტომბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა: "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ".
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press