Foto

გაერო - ლიბანში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი სრულიად მიუღებელია

„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო კამპანიის ფარგლებში ლიბანში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

დუჟარიკის თქმით, ყველა მხარემ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა.

“ყველა მხარემ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არასოდეს დაზარალდეს”,- განაცხადა სტეფან დუჟარიკმა.