ჩვენი სწრაფვა, დავეხმაროთ საქართველოს ხალხს, აიხდინოს თავისი ოცნება - გახდეს ევროკავშირის წევრი, დასავლეთის ნაწილი - უცვლელია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
დანიგანის თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია.
"აშშ არის ქართველი ხალხის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ერთად 32 წელი მოვანდომეთ იმას, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი და არა დამოკიდებული პარტნიორი - პარტნიორი მზარდი ეკონომიკით, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემით. ხელი-ხელ ჩაკიდებული ვმუშაობდით საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რომ საქართველოს შეძლებოდა საკუთარი ტერიტორიის დაცვა შემდგომი აგრესიისგან.
ჩვენ ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერი, როცა საქმე ეხება მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი სწრაფვა, დავეხმაროთ საქართველოს ხალხს აიხდინოს თავისი ოცნება - გახდეს ევროკავშირის წევრი, დასავლეთის ნაწილი - უცვლელია. და კვლავ, მთავრობის სპეციფიკურმა მოქმედებებმა, ვფიქრობ, საქართველო, სამწუხაროდ, გადაიყვანა ამ გზიდან. არაფერი გვინდა იმაზე მეტად, ვიდრე მუშაობა ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან ამ ქვეყანაში, რომელიც ასახავს იმას, რაც ხალხს გაცხადებულად სურს“, - აცხადებს რობინ დანიგანი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press