Foto

ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა დაღუპულია, სულ მცირე, 70 ადამიანი - მედია

ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მასობრივი სროლა ჰაიტის დედაქალაქ პორტო-პრენსთან ახლოს მდებარე ქალაქში დაიწყეს, დაწვეს მანქანები და სახლები.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, თამინ ალ-ხიტანმა აღნიშნა, რომ დაღუპულებს შორის დაახლოებით 10 ქალი და 3 მცირეწლოვანი ბავშვია.

ჰაიტის პრემიერ-მინისტრი გარი კონილი მომხდარს ემხაურება და ამბობს, რომ თავდასხმა  გადაუდებელ, მკაცრ რეაგირებას მოითხოვს.

კრიმინალური დაჯგუფების, “გრან გრიფის“ ლიდერმა, ლუკსონ ელანმა კი, განაცხადა, რომ ეს პასუხია მოქალაქეების დუმილზე მაშინ, როცა პოლიცია მათი დაჯგუფების წევრებს კლავს.