“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლამ ემიგრანტების ხმის დაცვასთან დაკავშირებით, შედეგი გამოიღო - ჩვენ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა მოვიპოვეთ, ეს ჩვენი პირველი წარმატებაა და გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაიას თქმით, კოალიციამ ემიგრანტების ხმების დაცვის სამართლებრივ გზაზე პირველი წარმატება მოიპოვა - ემიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მაგრამ საერთო სიებში ვერ მოხვდნენ, რადგან არა აქვთ სარეგისტრაციო მისამართი, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლამ ემიგრანტების ხმის დაცვასთან დაკავშირებით, თავისი შედეგი გამოიღო: ჩვენს მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტში, რომლითაც ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მაგრამ საერთო სიებში ვერ მოხვდნენ, რადგან არა აქვთ სარეგისტრაციო მისამართი, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას თითოეული ხმისთვის და მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მონაცემებით ჩვენ მოვიპოვეთ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა. ეს არის ჩვენი პირველი წარმატება. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, ბოლომდე ვიბრძოლებთ თითოეული ხმის დასაცავად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმისათვის, რომ გვქონდეს ევროპული მომავალი, კეთილდღეობა ევროპაში და ევროპული სტანდარტების არჩევნები მომავალში",- განაცხადა კორძაიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press