Foto

ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არცერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე არ დარჩეს - ომბუდსმენი

გუშინ ოფიციალური მოწოდებით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვითხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილები ხმის უფლების გარეშე არ დარჩენილიყვნენ.

ამის შესახებ ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

განცხადებას “ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

“გუშინ ოფიციალური მოწოდებით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვითხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილები არ დარჩენილიყვნენ ხმის უფლების გარეშე.

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ოპოზიციურ პარტიების ჩართულობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ დევნილებს 7 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მოხვდნენ ერთიან საარჩევნო სიაში და 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

ჩემთვის, როგორც  სახალხო დამცველისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია არ დარჩეს არც ერთი საქართველოს მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ახალმა დადგენილებამ ეს შესაძლებლობა ჩვენს დევნილ მოქალაქეებსაც მისცა“,- ნათქვამია განცხადებაში.