ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ერთმანეთს შეხვდნენ.
როგორც ბოკუჩავამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე მან და პრეზიდენტმა ერთმანეთს, ვიზიტებისას მიღებული გზავნილები გააცნეს.
პრეზიდენტი ევროპაში იმყოფებოდა, მეც ვიყავი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე, შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში. გავცვალეთ ჩვენი ვიზიტების დროს მიღებული გზავნილები, ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ როგორც პრეზიდენტთან, ისე ჩვენთან, რომ ევროპის კარი არის ღია. დღეს ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს საბოტირებს. ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალქეების თავისუფალი არჩევანი საერთო ძალისხმევით დავიცვათ“,- განაცხადა ბოკუჩავამ შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალ ლიდერებს დღეს, ორბელიანის სასახლეში შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press