7 ოქტომბერი არის დღე, როდესაც მსოფლიომ ყველაზე ხმამაღლა უნდა დაგმოს "ჰამასის" ამაზრზენი ქმედებები, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
გუტერეშმა ყველა მძევლის გათავისუფლება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ახლა მშვიდობის და სამართლიანობის დროა.
"სრულდება ერთი წელი 7 ოქტომბრის საშინელი მოვლენებიდან, როდესაც "ჰამასმა" დაიწყო ფართომასშტაბიანი ტერორისტული თავდასხმა ისრაელში, რის შედეგადაც დაიღუპა 1 250-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები. 250-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს და გადაიყვანეს ღაზაში, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი.
ეს არის დღე, როდესაც მსოფლიომ ყველაზე ხმამაღლა უნდა დაგმოს "ჰამასის" ამაზრზენი ქმედებები. კიდევ ერთხელ მოვითხოვ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებ ყველა დაზარალებულს და მათ ახლობლებს", - განაცხადა გუტერეშმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press