უპირველეს ყოვლისა, საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში. სამწუხაროდ, ზუსტად ამას აკეთებს ამერიკის საელჩო, მათ შორის უკვე იუმორის დონეში გადასული ე.წ. ქარდების სერიით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, "აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი".
"რამდენი ქარდიც გამოქვეყნდა, თითოეული იყო დეზინფორმაცია და მანიპულაცია. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, მათ შორის მეც არაერთხელ მქონია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან თუ დონორებთან საუბარი, რომ იყვნენ ფხიზლად, რათა არ დააფინანსონ დეზინფორმაცია, ვგულისხმობ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი. თუ არ ვცდები, სამი ქარდი იყო, სამივე ქარდი დეზინფორმაციული ან მანიპულაციური ხასიათის, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება",- განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press