“ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის ქალაქ ჰაიფაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც “ჰეზბოლაში“ აცხადებენ, მათი სამიზნე ჰაიფაში მდებარე სამხედრო ბაზა იყო.
CNN-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ჰეზბოლას“ მხრიდან გაშვებული რაკეტა ისრაელის ჩრდილოეთით ჩამოვარდა.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებდნენ, რომ ჰაიფას მიმართულებით 5 რაკეტა იყო გაშვებული, რამდენიმეს ჩამოგდება შეძლეს, რამდენიმე კი ქალაქში ჩამოვარდა.
ისრაელელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, გასულ 24 საათში “ჰეზბოლამ“ ქვეყნის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, ამის პარალელურად კი ისრაელი აგრძელებს თავდასხმებს ბეირუთსა და ლიბანის მიმდებარე ტერიტორიებზე, რასაც ლიბანის ხელისუფლების ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 1 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press