დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის არაერთგზის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის „არავითარი კანონი არ არსებობს".
კალაძის თქმით, „კონსტიტუციისადმი ამ დამოკიდებულების გამო, სალომე ზურაბიშვილს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტის სტატუსი ექნება".
„მას აქვს კონკრეტული დარღვევები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არღვევს კონსტიტუციას. გულდასაწყვეტია, რომ არის ამ ტიპის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. თან, ვისგან, ამას ხომ მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს. პირდაპირ ხაზი გადაუსვა ყველაფერს, არანაირი კანონი და კონსტიტუცია მისთვის არ არსებობს.
იყო ასეთი შემთხვევები, სასამართლომაც კი დაადანაშაულა კონსტიტუციის დარღვევაში. ეს ადამიანი აგრძელებს ამ დამოკიდებულებას. შესაბამისად, განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ როცა წავა პრეზიდენტობიდან და იცით, რომ ძალიან მალე ამთავრებს, ის იქნება არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას.
კონსტიტუციის დარღვევაა მისი ვოიაჟებიც. მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე, მას არ აქვს უფლება. მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ, მე თუ პრემიერ-მინისტრის გასაკეთებელი უნდა ვაკეთო, პარლამენტის თავმჯდომარემ - პრეზიდენტის გასაკეთებელი. ასეთი აღრევა თუ უნდა მოხდეს, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია ან კანონები?! რისთვის არის ისინი - იმისთვის, რომ დავიცვათ ის და პატივი ვცეთ სახელმწიფოს“,- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმების შესახებ, კალაძე გამორიცხავს ამ შესაძლებლობას და აცხადებს, რომ არჩევნებში კვლავ მმართველი ძალა გაიმარჯვებს.
„ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულის ტოლია, შეუძლებელია, წარმოუდგენელია უბრალოდ და რაც ბუნებაში არ არსებობს და თეორიულად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, იმაზე ახლა ნუ ვიმსჯელებთ და ნუ გავაკეთებთ განმარტებებს და კომენტარებს. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“,- აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press