Foto

რუსებმა ოდესაში გემს დაარტყეს - დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, გემზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა.

"მტერმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. აგრესორის სამიზნე იყო პორტის ინფრასტრუქტურა. მტერმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყა პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს. 

60 წლის უკრაინელი გარდაიცვალა. დაშავდა 5 უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათგან 4 საშუალო სიმძიმისაა, ერთი - მსუბუქი. ამჟამად მათ უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება",- აცხადებს კიპერი.