8 ოქტომბერს, ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და 9 ოქტომბერს, მიიღებს რეზოლუციას - საბედნიეროდ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს.
ჭიაბერაშვილი, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას დაესწრება, ამბობს, რომ თუკი, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება, "ქართველი ხალხი არათუ სარგებელს ვერ მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან, არამედ საფრთხე შეექმნება იმ სარგებელსაც, რაც დღეს, თუნდაც უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებობს".
"8 ოქტომბერს, ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და 9 ოქტომბერს, მიიღებს რეზოლუციას საქართველოზე, რომელიც ქართველი ხალხისთვის მკაფიო მხარდაჭერა იქნება და ასევე, მკაფიო შეთავაზება.
თუკი, "ქართული ოცნება" რჩება, სამწუხაროდ, საქართველო დარჩება იზოლაციაში და ქართველი ხალხი არათუ სარგებელს ვერ მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან, არამედ საფრთხე შეექმნება იმ სარგებელსაც, რაც დღეს გვაქვს, თუნდაც უვიზო მიმოსვლა ევროპასთან.
მეორე მხრივ, ევროპარლანეტი და ევროსტრუქტურები მკაფიოდ გვეუბნებიან, რომ თუ ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპული გზის სასარგებლოდ, მაშინ აქ იქნება უამრავი პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური დახმარება და, საბედნიეროდ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარება, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორედ ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს",- აცხადებს ჭიაბერაშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press