ყაზბეგში, მყინვარწვერის გზაზე 2 მთამსვლელი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
ცხედრები უკვე ჩამოსვენებულია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.