არ არსებობს სფერო, სადაც "ქართულ ოცნებას" მიღწევა არ აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
კალაძის თქმით, მშვიდობის გარეშე შეუძლებელია იმ კეთილდღეობაზე და პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რასაც "ქართულ ოცნება" გეგმავს.
"წარდგენას პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებოდნენ. არ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და პარლამენტის მაღალი თანამდებობის მქონე პირები. იქ იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, მეც ვიყავი, როგორც დედაქალაქის მერი და იყო საზოგადოება, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რას ვგეგმავთ.
თქვენ ხომ გამოდიოდით და ამბობდით, რომ "ქართულ ოცნებას" ეკონომიკის მიმართულებით სალაპარაკო არაფერი აქვსო? ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ ხალხს, რამდენი რამეა გაკეთებული, შედარებები იყო მოყვანილი, რა ხდებოდა 2012 წლამდე და დღეს რა პროგრესი გვაქვს, საით მივდივართ, როგორია ჩვენი ხედვა ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, განათლების, ჯანდაცვის თვალსაზრისით.
არ არსებობს სფერო, სადაც "ქართულ ოცნებას" არ აქვს მიღწევა. ჩვენ ყველა ამ მიმართულებით გვაქვს ხედვა, რა გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ. ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა",- განაცხადა კახა კალაძემ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press